ავსტრალიის ღია, კაცები - 1/4 ფინალის წყვილები და ფაქტები
ავსტრალიის ღია, კაცები - 1/4 ფინალის წყვილები და ფაქტები

ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ტურნირზე დასრულდა 1/8 ფინალის ეტაპი და გაირკვა ყველა მეოთხედფინალისტი.

მერვედფინალში ერთ მატჩში გახდა საჭირო ხუთი სეტის თამაში. რვა მატჩიდან სამში გამარჯვებული სამ სეტში გაირკვა, ერთში – ოთხ სეტში. ერთი თამაში არ დასრულდა რუუდის ტრავმის გამო და კიდევ ერთში მატეო ბერეტინი ტრავმის გამო, კორტზე საერთოდ არ გავიდა

TOP-10 განთესილთაგან ბრძოლას ექვსი ჩოგბურთელი შემორჩა. გარდა ამისა, მეოთხედფინალში ერთადერთი განუთესავი ჩოგბურთელია – ასლან კარაცევი.

ყველაზე მეტი წარმომადგენელი ბადეში რუსეთს ჰყავს – სამი, სერბეთს, გერმანიას, ბულგარეთს, საბერძნეთსა და ესპანეთს – თითო-თითო.

მერვედფინალში გასულ ჩოგბურთელთაგან ორს აქვს მინიმუმ ერთხელ მოგებული „დიდი სლემის“ ტურნირი.

 

1/4 ფინალი

ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ა. ზვერევი (გერ, 6)

დიმიტროვი (ბულ, 18)-კარაცევი (რუს)

რუბლიოვი (რუს, 8)-მედვედევი (რუს, 4)

ციციპასი (საბ, 5)-ნადალი (ესპ, 2)

დატოვე კომენტარი