ყოფილი ავსტრალიელი ჩოგბურთელი ტოდდ რიდი 34 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა, იტყობინება „სპორტინგ ნიუსი“ (Sporting News).
გარდაცვალების მიზეზები არ კონკრეტდება. რიდი იყო იუნიორებს შორის უიმბლდონის 2002 წლის გამარჯვებული. 2004 წელს ის ავსტრალიის ღია ჩემპიონატის მესამე წრეში გავიდა, სადაც წააგო შვეიცარიელ როჟერ ფედერერთან. ეს მისი საუკეთესო შედეგი იყო კარიერაში.
რეიტინგში 105-ე ადგილი მისი ყველაზე მაღალი საფეხური იყო. ჩოგბურთის თამაშს რიდმა თავი 2005 წელს დაანება, ტრამვებისა და ავადმყოფობის გამო.