ავსტრალიის ღია 2023 - ნოვაკ ჯოკოვიჩმა ზედიზედ მეორე ვარჯიში გააუქმა #1TVSPORT
ავსტრალიის ღია 2023 - ნოვაკ ჯოკოვიჩმა ზედიზედ მეორე ვარჯიში გააუქმა #1TVSPORT

„დიდი სლემის“ ტურნირების 21-გზის ჩემპიონმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ზედიზედ მეორე დღეა, გააუქმა ვარჯიში მელბურნში.

დღევანდელი ვარჯიში დაგეგმილი იყო ავსტრალიის დროით 19 საათზე, მაგრამ ბოლო მომენტში სერბმა გადაიფიქრა კორტზე გასვლა.

უფრო ადრე ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ ბარძაყის ტრავმის გამო, რომელიც 10 დღის წინ ადელაიდას ტურნირზე მიიღო, უფრო ფრთხილი გახდა და ვარჯიშებზე ძალებს ზოგავს.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო ავსტრალიის ღიაზე თამაში იუარა ავსტრალიელმა ნიკ კირგიოსმა.