დამაჯერებელი სტარტი აიღო ავსტრალიის ღია პირველობაზე შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა. ტურნირის ექვსგზის ჩემპიონმა სულ რაღაც საათი და 25 წუთი მოანდომა ამერიკელი სტივ ჯონსონის დამარცხებას – 6:3, 6:2, 6:2.
შვეიცარიელმა თითქმის უნაკლოდ ითამაშა თავის მოწოდებაზე – 10 ეისი ჩააწოდა, პირველ მოწოდებაზე შვიდი ქულა წააგო, მეორეზე – მხოლოდ სამი, აგრეთვე, ამერიკელს ერთადერთი ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა, რომელიც ჯონსონმა ვერ გამოიყენა. თავად ფედერერმა რვა ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ხუთჯერ მოიგო მეტოქის გეიმი.
როჯერმა კარიერაში 21-ედ აიღო სტარტი ავსტრალიის ღიაზე და 21-ედ მოიგო პირველი წრის მატჩი.
ავსტრალიის ღია პირველობის პირველი დღის შედეგები:
ციციპასი (საბერძნეთი, 6)-კარუზო (იტალია) 6:0, 6:2, 6:3
ბერეტინი (იტალია, 8)-ჰარისი (ავსტრალია) 6:3, 6:1, 6:3
ფუჩოვიჩი (უნგრეთი)-შაპოვალოვი (კანადა, 13) 6:3, 6:7(7), 6:1, 7:6(3)
დიმიტროვი (ბულგარეთი, 18)-ლონდერო (არგენტინა) 4:6, 6:2, 6:0, 6:4
პელა (არგენტინა, 22)-სმიტი (ავსტრალია) 6:3, 7:5, 6:4
კუერი (აშშ)-ჩორიჩი (ხორვატია, 25) 6:3, 6:4, 6:4
ევანსი (ბრიტანეთი, 30)-მაკდონალდი (აშშ) 3:6, 4:6, 6:1, 6:2, 6:3
ბერანკისი (ლიტვა)-კარბალიესი (ესპანეთი) 6:4, 6:2, 6:2
ბარერი (საფრანგეთი)-საფვატი (ეგვიპტე) 6:7(8), 7:6(1), 6:4, 7:6(5)
კოლშრაიბერი (გერმანია)-ჯირონი (აშშ) 7:5, 6:1, 6:2
ნიშიოკა (იაპონია)-ჯერე (სერბეთი) 6:4, 3:6, 6:2, 7:6(1)