ავსტრალიის ღია 2020 - პირველი დღის შედეგები (კაცები)
ავსტრალიის ღია 2020 - პირველი დღის შედეგები (კაცები)

დამაჯერებელი სტარტი აიღო ავსტრალიის ღია პირველობაზე შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა. ტურნირის ექვსგზის ჩემპიონმა სულ რაღაც საათი და 25 წუთი მოანდომა ამერიკელი სტივ ჯონსონის დამარცხებას – 6:3, 6:2, 6:2.

შვეიცარიელმა თითქმის უნაკლოდ ითამაშა თავის მოწოდებაზე – 10 ეისი ჩააწოდა, პირველ მოწოდებაზე შვიდი ქულა წააგო, მეორეზე – მხოლოდ სამი, აგრეთვე, ამერიკელს ერთადერთი ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა, რომელიც ჯონსონმა ვერ გამოიყენა. თავად ფედერერმა რვა ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ხუთჯერ მოიგო მეტოქის გეიმი.

როჯერმა კარიერაში 21-ედ აიღო სტარტი ავსტრალიის ღიაზე და 21-ედ მოიგო პირველი წრის მატჩი.

ავსტრალიის ღია პირველობის პირველი დღის შედეგები:

ჯოკოვიჩი (სერბეთი, 2)-შტრუფი (გერმანია) 7:6(5), 6:2, 2:6, 6:1

ფედერერი (შვეიცარია, 3)-ჯონსონი (აშშ) 6:3, 6:2, 6:2

ციციპასი (საბერძნეთი, 6)-კარუზო (იტალია) 6:0, 6:2, 6:3

ბერეტინი (იტალია, 8)-ჰარისი (ავსტრალია) 6:3, 6:1, 6:3

ფუჩოვიჩი (უნგრეთი)-შაპოვალოვი (კანადა, 13) 6:3, 6:7(7), 6:1, 7:6(3)

დიმიტროვი (ბულგარეთი, 18)-ლონდერო (არგენტინა) 4:6, 6:2, 6:0, 6:4

პელა (არგენტინა, 22)-სმიტი (ავსტრალია) 6:3, 7:5, 6:4

კუერი (აშშ)-ჩორიჩი (ხორვატია, 25) 6:3, 6:4, 6:4

ევანსი (ბრიტანეთი, 30)-მაკდონალდი (აშშ) 3:6, 4:6, 6:1, 6:2, 6:3

ბერანკისი (ლიტვა)-კარბალიესი (ესპანეთი) 6:4, 6:2, 6:2

ბარერი (საფრანგეთი)-საფვატი (ეგვიპტე) 6:7(8), 7:6(1), 6:4, 7:6(5)

კოლშრაიბერი (გერმანია)-ჯირონი (აშშ) 7:5, 6:1, 6:2

ნიშიოკა (იაპონია)-ჯერე (სერბეთი) 6:4, 3:6, 6:2, 7:6(1)