ავსტრალიაში ზღვამ 150-ზე მეტი შავი დელფინი გამორიყა
ავსტრალიაში ზღვამ 150-ზე მეტი შავი დელფინი გამორიყა

ავსტრალიაში, სანაპიროზე 150-ზე მეტი შავი დელფინი გამოირიყა. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სანაპიროზე მყოფი მოხალისეების ძალისხმევის მიუხედავად, გამორიყული დელფინებიდან მხოლოდ ექვსის გადარჩენა მოხერხდა.

შემთხვევა ავსტრალიის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ პერტიდან 315 კილომეტრში, მოხდა.

მომხდარის გამო, სანაპირო დროებით დაიკეტა.

დელფინების ყველაზე მასობრივი გამორიყვის ფაქტი აღნიშნულ რეგიონში 1996 წელს დაფიქსირდა, როდესაც სანაპიროზე 320 დელფინი გამოირიყა.