ავსტრალიაში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ავსტრალიაში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ავსტრალიის სამხრეთ ნაწილში მასშტაბურმა ხანძარმა უკვე 72 საცხოვრებელი სახლი გაანადგურა.

სტიქია ავსტრალიის სამ შტატში მძვინვარებს, თუმცა ყველაზე რთული მდგომარეობა ახალი სამხრეთ უელსის შტატშია შექმნილი, სადაც ხანძარს ბოლო ორი დღის განმავლობაში სამი ადამიანი ემსხვერპლა. სექტემბრის შემდეგ ხანძრის მსხვერპლთა რიცხვმა ცხრას მიაღწია.

ახალი სამხრეთ უელსის შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ორი ათასამდე მეხანძრე მთელი რეგიონის მასშტაბით ცეცხლის 100-ზე მეტ კერას ებრძვის.

სიდნეის სამხრეთ ნაწილში ტყის მასივზე გაჩენილი ძლიერი ხანძრის ჩაქრობა მაღალი ტემპერატურის და ქარის გამო ვერ ხერხდება.