ავსტრალიაში ტყის ხანძარმა 70-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი და სკოლა გაანადგურა

11:55, 19.03.2018

ავსტრალიაში ტყის ხანძარმა 70-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი და სკოლა გაანადგურა. ხანძარი ახალი სამხრეთ უელსის შტატში მძვინვარებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ცეცხლი მეხის ჩამოვარდნის შედეგად გავრცელდა და ამჟამად 40 ათასი ჰექტარის ფართობზეა გავრცელებული.

ხანძრის გამო ევაკუირებულია 700-მდე ადამიანი. სტიქიის შედეგად დაზარალებულ რაიონში დახურულია სკოლები.

მსგავსი