ავსტრალიაში ტყის ხანძარმა 100-მდე შენობა გაანადგურა
ავსტრალიაში ტყის ხანძარმა 100-მდე შენობა გაანადგურა

ავსტრალიაში ტყის ხანძარმა 100-მდე შენობა გაანადგურა. მასშტაბური სტიქია ვიქტორიას შტატში მძვინვარებდა.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ცეცხლმა 30-მდე საცხოვრებელი სახლი და 70 შენობა-ნაგებობა თითქმის ბოლომდე გადაწვა. ამასთან ერთად, გადამწვარია რამდენიმე ჰექტარი მიწის ნაკვეთი.

ავსტრალიაში ტყის ხანძრის პროვოცირება რეკორდულად მაღალმა ტემპერატურამ მოახდინა, რის გამოც სტიქია ტერიტორიაზე მალე ვრცელდებოდა და მეხანძრეები მის ლოკალიზებას ვერ ახერხებდნენ.

ამ მომენტისთვის სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა სტიქიის ლოკალიზება მოახდინეს. ახლა ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. დაღუპულებსა და დაშავებულებზე ცნობები ჯერ არ გავრცელებულა.