ავსტრალიაში შტორმის შედეგად 50 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ავსტრალიაში შტორმის შედეგად 50 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამის შესახებ ავსტრალიურ მედია იუწყება.
ძლიერი ქარისა და შტორმის შედეგად, დაზიანდა ელექტროგაყვანილობის კაბელები, წაიქცა ბოძები.
სტიქიის შედეგად, ყველზე მეტად დაზარალდა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე რეგიონები. ღამის განმავლობაში საგანგებო სამსახურების ცხელ ხაზზე მოქალაქეებისგან 360 ზარი დაფიქსირდა.
ქარის სიჩქარე ავსტრალიის ზოგიერთ ნაწილში რეკორდულ ნიშნულს აღწევდა და 36,6მ/წმ-ში შეადგინა.