ავსტრალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 96 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

08:13, 09.04.2020

ავსტრალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 96 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ამ ქვეყანაში კოვიდ-19-ის ეპიდემიის დაწყებიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ავსტრალიის ჯანდაცვის მინისტრ გრეგ ჰანტის ინფორმაციით, სულ ახალი კორონავირუსი 6068 მოქალაქეს გამოუვლინდა, 82 ადამიანი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება, 35-ს სჭირდება ხელოვნური სუნთქვის აპარატი, 51 ადამიანი გარდაიცვალა.

ვირუსის გამო ავსტრალიის ხელისუფლებამ მოუწოდა მოქალაქეებს, აღდგომის დღესასწაულზე სახლში დარჩნენ.

მსგავსი