გამოცემა „ავსტრალიანი“ - ავსტრალიაში 10 000 აქლემს დახოცავენ
გამოცემა „ავსტრალიანი“ - ავსტრალიაში 10 000 აქლემს დახოცავენ

ავსტრალიაში 10 000 აქლემს დახოცავენ.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ავსტრალიანი“ ავრცელებს. ამის მიზეზად ოფიციალური პირები ხანძრებს და გვალვას ასახელებენ, რის გამოც აქლემები ბევრ წყალს სვამენ და ადგილობრივ მოსახლეობაში ქაოსს იწვევენ.

მოქალაქეების თქმით, აქლემები მათ ეზოებში უცვივდებიან და წყლის დალევას კონდიციონერებიდან ცდილობენ.

როგორც ავსტრალიური მედია წერს, აქლემების დასახოცად ვერტმფრენებს გაგზავნიან. სულ ხუთ დღეში 10 000 აქლემის დახოცვა იგეგმება, რომლებსაც შემდეგ დაწვავენ.

აქლემების დახოცვის კიდევ ერთ მიზეზად სათბურის აირების გამოყოფა სახელდება. ექსპერტების შეფასებით, აქლემები წელიწადში ტონამდე ნახშირორჟანგს გამოყოფენ.

ავსტრალიის სამ რეგიონში მილიონი აქლემი ბინადრობს. ცხოველების ეს რაოდენობა ჰაერს წელიწადში 400 000 მანქანის მსგავსად აბინძურებს.

დატოვე კომენტარი