ავსტრალიამ ფიჯი დაამარცხა, ბონუს ქულა აიღო და ჯგუფში გალიდერდა | იაპონია 2019
ავსტრალიამ ფიჯი დაამარცხა, ბონუს ქულა აიღო და ჯგუფში გალიდერდა | იაპონია 2019

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი გამართა ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა ავსტრალიის ნაკრებმა. ფიჯის წინააღმდეგ მატჩში ავსტრალიელებს საკმაოდ გაუჭირდათ და პირველი ტაიმი 12-14 დათმეს, რაც საკმაოდ დიდი მოულოდნელობა იყო.

მიუხედავად ამისა, მეორე ტაიმში ყველაფერი შეიცვალა და „ვალაბიებმა“ 39-21 გაიმარჯვეს. ოთხი ლელოს დადებისთვის ავსტრალიელებმა ბონუს ქულაც აიღეს და ახლა ჯგუფს ხუთი ქულით ლიდერობენ.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ავსტრალიის ჯგუფში გამოდის საქართველოს ნაკრები, რომელიც თავის პირველ მატჩს 23 სექტემბერს უელსის წინააღმდეგ გამართავს.

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი გთავაზობთ.