ავსტრალია 2020 წლის ზაფხულში ოლიმპიადაზე გამგზავრებას არ აპირებს
ავსტრალია 2020 წლის ზაფხულში ოლიმპიადაზე გამგზავრებას არ აპირებს

კანადის შემდეგ, ავსტრალიის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმაც გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ დღევანდელ სიტუაციაში, ისინი ვერ შეძლებენ ზაფხულის თამაშებისთვის ოლიმპიური გუნდის შეკრებას. ამიტომაც მოითხოვენ ტოკიოს ოლიმპიადის ერთი წლით გადატანას.

„ავსტრალიის ოლიმპიურმა კომიტეტმა გამართა აღმასრულებელი კომიტეტის ტელეკონფერენცია და ერთხმად გადაწყვიტა, რომ დღევანდელ პირობებში, ავსტრალიის ოლიმპიური ნაკრები ვერ შეიკრიბება ვერც საკუთარ ქვეყანაში და ვერც საზღვარგარეთ.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დაამტკიცა მთავარი პრინციპები, რომლის მიხედვითაც, სპორტსმენების ჯანმრთელობა პირველ ადგილზე უნდა იყოს. ჩვენი გადაწყვეტილება ამ პრიციპების გამოხატულებაა.

ერთმნიშვნელოვანია, რომ თამაშები ვერ გაიმართება ივლისში. ჩვენი სპორტსმენები შესანიშნავები არიან პოზიტიური დამოკიდებულებით ვარჯიშებისადმი და მზადებისადმი, მაგრამ სტრესი და არადამაჯერებლობა, რომელიც კორონავირუსის პანდემიით არის გამოწვეული, მომზადებას უაღრესად ართულებს”, – წერია განცხადებაში.

2016 წელს, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე ავსტრალიამ მერვე ადგილი დაიკავა საერთო გუნდურ ჩათვლაში. ამ გუნდში 421 სპორტსმენი იყო და მათ ჯამში 29 მედალი მოიპოვეს.