ავსტრალია 13-38 ახალი ზელანდია (ვიდეო) | რაგბი ჩემფიონშიფი

„რაგბი ჩემფიონშიფის“ და „ბლედისლოუს თასის“ პირველი შეხვედრა სიდნეიში, „ეი-ენ-ზეთ სთედიუმზე“ გაიმართა. ერთმანეთს ავსტრალია და ახალი ზელანდია დაუპირისპირდნენ.

მასპინძელი ავსტრალია პირველ ნახევარში დაცვაში შესანიშნავად თამაშობდა და ტაიმის ბოლო წუთამდე ორი გატანილი ჯარიმით – 6:0 იგებდა. ტაიმის ბოლო წუთზე ლელო აარონ სმიტმა ახალ ზელანდიელთა პირველი ლელო დადო და სტუმრები შეხვედრაში დააბრუნა – 6:5.

მეორე ტაიმში ავსტრალიელებს დაღლა დაეტყოთ. ეს განსაკუთრებით კარგად სტატიკურ სიტუაციებში – შერკინებისას და დერეფნებში გამოჩნდა. დაახლოებით 20 წუთიან მონაკვეთში მასპინძლებმა ზედიზედ 7 საკუთარი დერეფანი დათმეს და ბურთი ახალ ზელანდიელებს ჩააბარეს.

მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები თამაშის განახლებიდან 4 წუთში, გუდჰიუს ლელოთი დაწინაურდნენ. მალევე თავისი ლელო გუნდის მგეზავმა, ბოდენ ბარეტმაც დადო და გუნდს 13 ქულიანი უპირატესობა მოუტანა.

მატჩის ბედი საბოლოოდ 64-ე წუთზე გადაწყდა. ავსტრალიელებმა კარგად შეუტიეს, თუმცა ბურთი მეტოქის 22 მეტრიან ზონაში დათმეს, რასაც ახალ ზელანდიელთა შესანიშნავი კონტრიერიში და ბროდი რეტალიკის ლელო მოჰყვა. 68-ე წუთზე ერთი ლელო მედოქმა გაქვითა, რომელიც ავსტრალიის ნაკრებში სადებიუტო შეხვედრას ატარებდა, მაგრამ დარჩენილ 12 წუთში ვაისაკი ნაჰოლომ დუბლის შესრულება მოახერხა და სტუმრებმა დიდი ანგარიშით მოიგეს.

საბოლოო ანგარიში – ავსტრალია 13-38 ახალი ზელანდია.