ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს მოუწოდა, გაწყვიტოს ურთიერთობა ირანის მთავრობასთან.
„მინდა, მივმართო ასადს, სირიის პრეზიდენტს. ვურჩევ ყველანაირი კავშირი გაწყვიტოს ირანთან, გააძევოს სირიის ტერიტორიიდან ალ ქუდსი და გენერალი ქასემ სოლეიმანი. ისინი შენ მხოლოდ პრობლემებს შეგიქმნიან დახმარების ნაცვლად, რადგან სირიის ტერიტორიაზე, ისრაელის საზღვრებთან ახლოს მათ ყოფნას ჩვენ უპასუხოდ არ დავტოვებთ“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
ირანის შეიარაღებულმა ძალებმა ისრაელის მიმართულებით ბოლო თვეებში რამდენიმე ავიაიერიში განახორციელა, რაზეც ისრაელისგან საპასუხო წერტილოვანი დარტყმა მიიღო. ორი დღის წინ ისრაელის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ისრაელის ავიაიერიშის შედეგად სირიის დასავლეთით განლაგებულ ირანის სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურა თითქმის მთლიანად განადგურდა.