ავიამზიდზე „თეოდორ რუზველტი“ ამერიკელი სამხედრო „კოვიდ-19“-ით დაიღუპა
ავიამზიდზე „თეოდორ რუზველტი“ ამერიკელი სამხედრო „კოვიდ-19“-ით დაიღუპა

ავიამზიდზე „თეოდორ რუზველტი“ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო მეზღვაური „კოვიდ-19“-ით დაიღუპა.

ინფორმაციას ამის შესახებ „ალ ჯაზირა“ ავრცელებს.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მეზღვაური ერთი კვირის განმავლობაში გადიოდა მკურნალობის კურსს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.