„ავიამშენში“ დასაქმებულები ხელფასების დროულად მიღების მოთხოვნით აქციას მართავენ

09:39, 17.09.2019

თბილისში, სს „ავიამშენში“ დასაქმებულები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები კომპანიისგან კუთვნილი ხელფასისა და დანამატის დროულად გაცემას ითხოვენ. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, კომპანიაში დასაქმებულ 120-მდე ადამიანს ერთი თვეა, კუთვნილი ანაზღაურება არ აუღია.

​კომპანიაში დასაქმებულების ინფორმაციით, ისინი მიმდინარე წლის მარტშიც გაიფიცნენ, მაშინ კომპანია მათ ხელფასებზე 24-პროცენტიან დანამატს შეპირდა, თუმცა მათი თქმით, ორი თვეა, არც დანამატი აუღიათ.

კომპანიაში დასაქმებული ადამიანები გაფიცვას მანამდე გეგმავენ, ვიდრე „ავიამშენი“ სახელფასო დავალიანებას არ დაფარავს.

მსგავსი