ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თანამშრომლები გაიფიცნენ. შედეგად, ევროპის მასშტაბით, 200-მდე ავიარეისი გადაიდო.
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის პილოტთა კავშირის გადაწყვეტილების მიზანი სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ანაზღაურების გაზრდაა.
24 საათიანი გაფიცვა გერმანიის, ბელგიის, პორტუგალიის, ნიდერლანდების, ესპანეთის, იტალიისა და გერმანიის ავიარეისებს შეეხო.
ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას უკვე დიდი ხანია ითხოვენ. პირველი მასშტაბური გაფიცვა მათ აგვისტოში, ტურისტული სეზონის დროს მოაწყვეს. მაშინ ევროპის მასშტაბით 55 ათას მგზავრს გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა.
მას შემდეგ ავიაკომპანიის წარმომადგენლებსა და თანამშრომლებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. Ryanair-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მხარეები კონსენსუსს მალე მიაღწევენ.