ავიაკომპანია Qatar Airways დოჰა-თბილისი-დოჰას ჩარტერულ რეისთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
ავიაკომპანია Qatar Airways დოჰა-თბილისი-დოჰას ჩარტერულ რეისთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ავიაკომპანია  Qatar Airways დოჰა-თბილისი-დოჰას ჩარტერულ რეისთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

კომპანია მგზავრებს, რომელთაც ბილეთები შეძენილი აქვთ დოჰა-თბილისი-დოჰას საჰაერო ხაზზე, აცნობეს, რომ ნებართვა ჩარტერული რეისის შესრულებაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დღეს, 12 ივლისს გაიცა.

ფრენა Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით, შემდეგი განრიგით შესრულდება:

17 ივლისი, დოჰა – თბილისი (გამოფრენა 20:10, მოფრენა 18 ივლისი, 00:15); 18 ივლისი, თბილისი – დოჰა (გაფრენა 03:15).

აქვე, კომპანიაში განმარტავენ, რომ ამავე რეისზე დარჩენილ ბილეთებთან დაკავშირებით, მგზავრობის მსურველებს შეუძლიათ გადამყვან ავიაკომპანიას დაუკავშირდნენ.

სხვა მიმართულებებზე ჩარტერული რეისის დანიშვნის შემთხვევაში, ინფორმაცია სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემისთანავე გახდება ცნობილი.