აგუსტინ პიშოტი: "კინაღამ მესროლეს, როდესაც ექვსი ერის ფორმატის შეცვლა მოვითხოვე"
აგუსტინ პიშოტი: "კინაღამ მესროლეს, როდესაც ექვსი ერის ფორმატის შეცვლა მოვითხოვე"

აგუსტინ პიშოტი “მსოფლიო რაგბის” პრეზიდენტის მოადგილეა. არგენტინელი საქართველოს “ექვს ერში” მიღების და ზოგადად ტურნირის ფორმატის შეცვლის ერთ-ერთი მთავარი ადვოკატია. რამდენიმე თვის წინ მან “ტელეგრაფთან” განაცხადა, რომ იმისათვის, რომ რაგბი, როგორც სპორტი გაიზარდოს, საქართველო “ექვს ერში” აუცილებლად უნდა შევიდეს, ხოლო იაპონიმ კი “რაგბი ჩემფიონშიფში” ითამაშოს.

“ამ წინადადების გამო კინაღამ მესროლეს” – ამბობს პიშოტი, თუმცა თავს იკავებს იმის დასახელებისაგან, თუ ვინ ეწინააღგმდეგება მის იდეას.

“ტელეგრაფთან” საუბრისას მან განმარტება გააკეთა წინა ინტერვიუსთან დაკავშირებით: “მე კვლავ ვფიქრობ, რომ საქართველო “ექვს ერში” უნდა იყოს, თუმცა ვხვდები, რომ ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია. ეს ის წერტილია, სადაც ალტრუიზმი ხვდება რეალობას. ახლანდელი ფორმატი არ შეიცვლება, რადგან ის ძალიან კარგად მუშაობს.”

პიშოტი ფინანსური მოდელის შეცვლაზეც საუბრობს, რომლის მიხედვითაც ტესტ მატჩებისას მასპინძელს ბილეთებიდან მიღებული შემოსავლის 100% რჩება – “მე მსურს სისტემა ყველასათვის მომგებიანი იყოს”.

აგუსტინ პიშოტს თვალი აუხილა იმ ფაქტმაც, რომ 2023 წლის მსოფლიო თასის მასპინძლად მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ საფრანგეთი აირჩია, როდესაც დამოუკიდებელი ექსპერტიზა უპირატესობას სამხრეთ აფრიკას ანიჭებდა. რა თქმა უნდა “მსოფლიო რაგბის” გადაწყვეტილებაში დიდი როლი ითამაშა იმან, რომ საფრანგეთიდან მიღებული სავარაუდო შემოსავალი 65-80 მილიონი ევროთი მეტია, ვიდრე სამხრეთ აფრიკიდან მიღებული სავარაუდო შემოსავალი.

“პირველი რაზეც ვფიქრობ, აქვს თუ რა შანსი არგენტინას მიიღოს მსოფლიო თასის მასპინძლობის უფლება. არანაირი. შესაძლოა მე ალტრუისტი ვარ, რომელიც ფიქრობს, რომ რაგბი მეტია, ვიდრე უბრალოდ ფულის გაკეთების შესაძლებლობა. პროცესი დამოუკიდებელი იყო, თუმცა შემდეგ საქმეში პოლიტიკა ჩაერთო.” – განაცხადა მან.

პიშოტი იმედოვნებს, რომ ცვლილებები სწრაფად მოხდება: “დრო ყველაზე ძვირფასია, არ მიყვარს ლოდინი. თუკი ლოდინისთვის არ არსებობს კარგი მიზეზი, მირჩევნია საქმე გავაკეთო და შეცდომა დავუშვა. არავინ ვარჯიშობს იქამდე, სანამ დარწმუნდება, რომ “ოლ ბლექსს” (ახალი ზელანდიის ნაკრები) აუცილებლად მოუგებს. ჯერ მათთან უნდა ითამაშო, წააგო 50 ქულით, შემდეგ 30-ით, 20-ით და ბოლოს გაიმარჯვებ.”

პიშოტი მსოფლიო რაგბის პრეზიდენტის, ბილ ბომონტის მოადგილის პოსტს 18 თვეა რაც იკავებს. მათ უკვე შეიმუშავეს 12 წლიანი გეგმა, განაახლეს ამერიკის რაგბის ჩემპიონატი და საბჭოში ქალთა წარმომადგენლობა სამამდე გაზარდეს.