ავღანური რადიკალური დაჯგუფება, „თალიბანი“ პატიმრობაში მყოფი 7 000 მებრძოლის გათავისუფლების სანაცვლოდ, სამთვიანი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივით გამოვიდა
ავღანური რადიკალური დაჯგუფება, „თალიბანი“ პატიმრობაში მყოფი 7 000 მებრძოლის გათავისუფლების სანაცვლოდ, სამთვიანი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივით გამოვიდა

ავღანური რადიკალური დაჯგუფება, „თალიბანი“ პატიმრობაში მყოფი 7 000 მებრძოლის გათავისუფლების სანაცვლოდ, სამთვიანი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივით გამოვიდა. ავღანური მედიის ინფორმაციით, „თალიბანი“ თავისი წევრების გაეროს ე.წ. შავი სიიდან ამოღებასაც ითხოვს.

ავღანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ეს დიდი მოთხოვნაა, თუმცა ასევე დაადასტურეს, რომ მომდევნო დღეებში სამთავრობო დელეგაცია ყატარში „თალიბანის“ წარმომადგენლებს შეხვდება.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ათეულობით რაიონზე კონტროლის დამყარების შემდეგ, თალიბებმა 250-ზე მეტი საჯარო დაწესებულება დააზიანეს ან დაანგრიეს.

ამ დროისთვის 13 მილიონი ადამიანი სახელმწიფო დაწესებულებების მომსახურებას ვერ იღებს, 50 000-ზე მეტი საჯარო სამსახური თანამშრომელი სამუშაო ადგილზე ვერ მიდის. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თალიბებმა შეტევის დროს საზოგადოებრივი საკუთრება დაიტაცეს და ჯანდაცვის ქალ მუშაკებზე შეზღუდვები დააწესეს.