ავღანეთში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 150-ს გადააჭარბა
ავღანეთში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 150-ს გადააჭარბა. ათობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა „ტოლო ნიუსი“ ავრცელებს.
სტიქიამ ყველაზე მეტად ფარვანის პროვინცია დააზარალა, სადაც გარდაცვლილია 93 ადამიანი. წყალდიდობის შედეგად დაზიანდა 1500-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი.