ავღანეთში თვითმკვლელმა თავდამსხმელებმა მეჩეთში შეჭრა ცადეს - დაღუპულია ერთი ადამიანი
ავღანეთში თვითმკვლელმა თავდამსხმელებმა მეჩეთში შეჭრა ცადეს - დაღუპულია ერთი ადამიანი

ავღანეთში თვითმკვლელი თავდამსხმელები მეჩეთში შეჭრას შეეცადნენ. მომხდარის შედეგად დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი. თავდასხმა ავღანეთის დასაველთ ნაწილში მდებარე ქალაქ ჰერატში მოხდა. დაშავდა შვიდი მოქალაქე.

პოლიციის ცნობით, თავდამსხმელები მეჩეთში შეჭრას ცდილობდნენ. მათ წინააღმდეგობა პოლიცილებმა გაუწიეს, რის შემდეგაც მათ თავი აიფეთქეს. მომხდარზე ჯერ პასუხისმგებლობა არავის აუღია.