ავღანეთში თვითმკვლელმა ციხის შესასვლელთან აიფეთქა თავი - დაღუპულია სულ მცირე შვიდი ადამიანი
ავღანეთში თვითმკვლელმა ციხის შესასვლელთან აიფეთქა თავი - დაღუპულია სულ მცირე შვიდი ადამიანი

ავღანეთში ტერაქტის შედეგად სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

აფეთქება ქაბულის სიახლოვეს მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ცენტრალური აზიის ქვეყნის ყველაზე დიდი ციხის შესასვლელთან აიფეთქა.

როგორც ცნობილია, თავდასხმის დროს ციხის თანამშრომლებით სავსე ავტომობილი დაზიანდა და მასში მყოფები დაიღუპნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ავტომობილში ციხის ქალი თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა აღნიშნულ საპყრობილეში მოძრაობა „თალიბანის“ ასობით წევრი იხდის სასჯელს.