ავღანეთში ტელევიზიის სამი თანამშრომელი მოკლეს
ავღანეთში ტელევიზიის სამი თანამშრომელი მოკლეს

ავღანეთში ტელევიზიის სამი თანამშრომელი ქალი მოკლეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მკვლელობა ქალაქ ჯალალაბადში მოხდა.

გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილთა ასაკი 18-20 წელია. როგორც სამართალდამცველები ყვებიან, ახალგაზრდა ქალები ორი სხვადასხვა, მაგრამ კოორდინირებული მკვლელობის სამიზნეები გახდნენ. კიდევ ერთი დაჭრილი ქალი მძიმე მდგომარეობაშია და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

პოლიციის ცნობით, მათ უკვე დააკავეს ერთ-ერთი თავდამსხმელი, რომელიც აცხადებს, რომ ის მოძრაობა „თალიბანს“ წარმოადგენს. ამასთან, თავად „თალიბანში“ თავდასხმასთან კავშირს უარყოფენ. პოლიცია სხვა ბოროტმოქმედებს ამ დრომდე ეძებს.

მედიის ცნობით, გარდაცვლილი ქალები კერძო ტელეკომპანიაში გახმოვანებაზე მუშაობდნენ.

როგორც „ბიბისი“ წერს, ბოლო პერიოდში ავღანეთში არაერთი ჟურნალისტი, აქტივისტი და პოლიტიკოსი მოკლეს.

დატოვე კომენტარი