ავღანეთში თავდასხმას ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ინფორმაციას ნატო ავრცელებს. როგორც ალიანსში აცხადებენ, მომხდარის დროს დაიჭრა კიდევ ორი სამხედრო მოსამსახურე. თავდასხმა ავღანეთის სამხრეთში მოხდა.
ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ჯარისკაცებს სავარაუდოდ, ბოროტმოქმედების მიერ გადაბირებული ავღანელი სამხედროები დაესხნენ თავს.
დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მომხდარის სხვა დეტალებსა და დაღუპულის ვინაობას ნატო-ში ჯერ არ ასახელებენ.
„ფრანს პრესის“ ცნობით, თავდასხმა ურუზგანის პროვინციაში მდებარე ტსრინკოტის აეროპორტის ტერიტორიაზე მოხდა. აღნიშნულის შესახებ ცნობას ავრცელებს თალიბანიც.