ავღანეთში თავდასხმის შედეგად უსაფრთხოების ძალების თანამშრომლები დაიღუპნენ
ავღანეთში, ლოგარის პროვინციაში თავდასხმას რვა ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა უმრავლესობა ავღანეთის უსაფრთხოების ძალების თანამშრომელია. როგორც Reuters-ი წერს, ბოროტმოქმედები პროვინციის გუბერნატორის კორტეჟს დაესხნენ თავს.
თავდამსხმელებმა დისტანციურად აამოქმედეს ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც გზაზე გაჩერებულ მანქანაში იყო დამონტაჟებული.
ავღანური მედიის ცნობით, რვა სამართალდამცველი დაიღუპა, კიდევ 10 დაშავდა. თავად გუბერნატორი უვნებლად გადაურჩა თავდასხმას.
მომხდარზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო.