ავღანეთში თალიბებმა თავდასხმის დროს 21 სამართალდამცველი მოკლეს. გავრცელებული ცნობით, მოძრაობის წევრები ბადღისის პროვინციაში მდებარ ორ საკონტროლო-გამშვებ პუნქტს დაესხნენ თავს.
აღნიშნული პროვინცია თურქმენეთის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, „თალიბანის“ მებრძოლთა თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შორის 14 პოლიციელი და შვიდი სამხედროა. კიდევ ცხრა სამართალდამცველი დაჭრილია.
ხელისუფლების წევრები ამტკიცებენ, რომ ორმხრივი სროლის შედეგად მოკლულია „თალიბანის“ 15 წევრი.