ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებმა მოძრაობა „თალიბანის“ 34 წევრის ლიკვიდაცია მოახდინეს, 15 კი დააკავეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ქვეყნის უსაფრთხოების ძალების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. როგორც ცნობილია, ბოლო 24 საათში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ ცალკეულ ოპერაციებში მოწინააღმდეგეების ოთხი თავდაცვითი საბრძოლო პოზიცია, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები და ბომბების დასამზადებელი ობიექტი გაანადგურეს. ამასთან, ავღანეთის სამხედრო საჰაერო ძალების წარმომადგენლებმა მოძრაობა „თალიბანის“ პოზიციებზე რვა ავიაიერიში მიიტანეს.
ცენტრალური აზიის ქვეყანაში ჩატარებულ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის შედეგებს მოძრაობა „თალიბანი“ ჯერ არ გამოხმაურებია. ავღანეთში „თალიბანის“ წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაცია მიმდინარეობს. რადიკალური მოძრაობა ავღანეთის მთლიანი ტერიტორიის 12 პროცენტს აკონტროლებს.