ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობისთვის 16 კანდიდატი იბრძვის. მთავარ კონკურენტებად კი, აშრაფ განი და აბდულა აბდულა ითვლებიან.
საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას, ქვეყნის მაშტაბით უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 70 ათასი სამხედროა მობილიზებული.
არჩევნების პირველადი შედეგები 19 ოქტომბერს გახდება ცნობილი, საბოლოო კი, 7 ნოემბერს. იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტური გარდაუვალი იქნება, ის 23 ნოემბერს ჩატარდება.