ავღანეთში სააგენტო „როიტერის“ ფოტოჟურნალისტი დანიშ სიდიქი მოკლეს
ავღანეთში სააგენტო „როიტერის“ ფოტოჟურნალისტი დანიშ სიდიქი მოკლეს

ავღანეთში სააგენტო „როიტერის“ ფოტოჟურნალისტი დანიშ სიდიქი მოკლეს. როგორც მედიასაშუალება წერს, ჟურნალისტი მაშინ მოკლეს, როდესაც ის პაკისტანის საზღვართან ავღანეთის უსაფრთხოების ძალებსა და თალიბებს შორის პაკისტანის შეტაკებებს აშუქებდა.

„როიტერის“ ცნობით, სიდიქი და ავღანელი ოფიცერი თალიბების მიერ გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლნენ.

„დანიში იყო გამორჩეული ჟურნალისტი, ერთგული მეუღლე, მამა და ჩვენი საყვარელი კოლეგა. ამ საშინელ დროს ჩვენ ფიქრებით მის ოჯახთან ვართ“, – ნათქვამია „როიტერის“ პრეზიდენტის, მაიკლ ფრიდენბერგისა და მთავარი რედაქტორის ალესანდრა გალონის განცხადებაში.

დანიშ სიდიქი იყო „როიტერის“ ფოტოგრაფთა გუნდის წევრი, რომელმაც 2018 წელს პულიცერის პრემია მიიღო როჰინჯა მიგრანტების კრიზისის გაშუქებისთვის.