ავღანეთში ნატო-ს სამხედრო ავიაბაზას რაკეტები ესროლეს
ავღანეთში ნატო-ს სამხედრო ავიაბაზას რაკეტები ესროლეს. როგორც ავღანეთში ნატო-ს მისია „მტკიცე მხარდაჭერის“ წარმომადგენლები იუწყებიან, რაკეტები პროვინცია პარვანში მდებარე ბაგრამის ავიაბაზას ესროლეს.
„ხუთი რაკეტა ბაგრამის ბაზის მიმართულებით გამთენიისას გაისროლეს. თავდასხმას მსხვერპლი ან დაზიანებები არ მოჰყოლია. მომხდარს ავღანეთის ხელისუფლება იძიებს“, – ნათქვამია მისიის მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ განცხადებაში.
Five rockets were fired at Bagram airfield early this morning. There were no casualties or injuries. Our #ANDSF partners are investigating the incident.
— Resolute Support (@ResoluteSupport) April 9, 2020