ავღანეთში მეჩეთზე თავდასხმას 31 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა

15:52, 18.10.2019

ავღანეთში მეჩეთზე მომხდარ თავდასხმას 31 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ათობით კი დაშავდა.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია, სამართალდამცავი უწყების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

მათივე ცნობით, დაშავებულები ადგილობრივ სამედიცინო ცენტრებში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმა ნანგარჰარის პროვინციის სამხრეთ ნაწილში, ჰასკა მეინას დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ მეჩეთზე პარასკევის ლოცვის დროს განხორციელდა.

აფეთქების შედეგად შენობა მთლიანად ჩამოინგრა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.

მსგავსი