ავღანეთში, ერთ-ერთ სკოლასთან აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა
ავღანეთში, ერთ-ერთ სკოლასთან მასშტაბური აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა, 150 კი, დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავღანეთის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქ ქაბულში, სკოლასთან დანაღმული ავტომობილი იმ დროს აფეთქდა, როდესაც მოსწავლე გოგონები გარეთ გამოდიოდნენ.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ სამხედრო დაჯგუფებას არ აუღია, მაგრამ ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ტერორისტული თავდასხმის განხორციელებაში რადიკალურ დაჯგუფება „თალიბანს“ დასდო ბრალი. თავად „თალიბანის“ პრესსპიკერმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა აფეთქებაში დაჯგუფების მონაწილეობა უარყო და თავდასხმა დაგმო.