ავღანეთში აფეთქების შედეგად, სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
ავღანეთში აფეთქების შედეგად, სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

ავღანეთში აფეთქების შედეგად სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ Fox news-ი პენტაგონის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.

აფეთქების დროს დაშავდა ასევე სამი ამერიკელი ჯარისკაცი და სამოქალაქო კონტრაქტით მყოფი ერთი ამერიკელი. ისინი ამჟამად უსაფრთხო ადგილას, სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებიან. თავდასხმა დედაქალაქ ქაბულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ღაზნისთან ახლოს მოხდა.