ავღანეთში აფეთქების შედეგად ორი პოლიციელი დაიღუპა, 40 კი დაშავდა
ავღანეთში აფეთქების შედეგად ორი პოლიციელი დაიღუპა, 40 კი დაშავდა

ავღანეთში აფეთქების შედეგად ორი პოლიციელი დაიღუპა. კიდევ 40 დაშავდა. ინციდენტი ქალაქ ბაღლანში მოხდა, რომელიც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „ტოლო ნიუსი“ ავრცელებს. დაშავებულებს შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეები. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავღანური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც შეიარაღებული პირები პოლიციის განყოფილების შენობას დაესხნენ თავს. მათ შორის იყვნენ თვითმკვლელი თავდამსხმელებიც.

მომხდარზე პასუხისმგებლობა მოძრაობა “თალიბანმა” აიღო.