ავღანეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, „თალიბანის“ 60 წევრია ლიკვიდირებული
ავღანეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოპერაციის დროს მოძრაობა „თალიბანის“ 60 წევრის ლიკვიდირება მოახდინეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
როგორც ცნობილია, მასშტაბური სახმელეთო და საჰაერო ოპერაცია ცენტრალური აზიის ქვეყნის ერთდროულად რამდენიმე პროვინციაში ჩატარდა. რეიდების დროს სამხედრო მოსამსახურეებმა მოძრაობის კუთვნილებაში არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობები და ბომბების დასამზადებლად საჭირო მასალები ამოიღეს.
მოძრაობა „თალიბანი“ წარსულში ავღანეთის ტერიტორიის დიდ ნაწილს აკონტროლებდა. რეგიონში ასევე მოქმედებს ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“, ამიტომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები ტერორიზმის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ოპერაციას ატარებს.