ავღანეთის პროვინცია ბადღისში „თალიბანის“ ასობით მებრძოლი შეიჭრა, დაღუპულია 36 სამხედრო
ავღანეთის პროვინცია ბადღისში „თალიბანის“ ასობით მებრძოლი შეიჭრა. ისინი ავღანეთის შეიარაღებულ ძალებსა და ადგილობრივ დაჯგუფებებს დაესხნენ თავს.
დაღუპულია სულ მცირე 36 ადამიანი შეიარაღებული ძალების მხრიდან. ისლამისტმა მებრძოლების პრესსპიკერის განცხადებით, მათ შეიარაღებული თავდასხმა ოთხი სხვდასხვა მიმართულებიდან განახორციელეს და ხუთი საკონტროლო-გამშვები პუნქტის აღება შეძლეს.
გავრცელებული ცნობით, დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. „თალიბანის“ მხრიდან დაღუპულია 30-მდე მებრძოლი.