ავღანეთის დასავლეთ ნაწილში მიწისძვრას 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთის დასავლეთ ნაწილში მიწისძვრას 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დანგრეულია ასობით საცხოვრებელი სახლი. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მიწისძვრის სიმძლავრე 5,6 მაგნიტუდას შეადგენდა. ეპიცენტრი თურქმენეთის საზღვართან მდებარე ბადღისის პროვინციაში, 30 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
პროვინციის ადმინისტრაციის ცნობით, გარდაცვლილებს შორის არიან ქალები და ბავშვები. არიან დაშავებულებიც. არსებული ცნობებით, დაზიანებულია 700-ზე მეტი სახლი.