ავღანელი ჟურნალისტები საერთაშორისო საზოგადოებას მათი დაცვისკენ მოუწოდებენ
ავღანელი ჟურნალისტები საერთაშორისო საზოგადოებას მათი დაცვისკენ მოუწოდებენ

ავღანელი ჟურნალისტები საერთაშორისო საზოგადოებას მათი დაცვისკენ მოუწოდებენ. ავღანური ონლაინგამოცემა „ტოლო ნიუსის“ მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილში, ადგილობრივი ჟურნალისტები და ფოტოგრაფები აცხადებენ, რომ „თალიბანის“ მმართველობის პირობებში მათი სიცოცხლე სერიოზულ საფრთხეშია.

„მიმდინარე პრობლემებისა და ჩვენი სიცოცხლისათვის, საკუთრებისთვის და ოჯახებისთვის მზარდი საფრთხის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ გაერო-ს და მხარდამჭერ ქვეყნებს, იმუშაონ ერთად ჩვენი და ჩვენი ოჯახების წევრთა სიცოცხლის გადასარჩენად“, – ნათქვამია ავღანელი ჟურნალისტების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქაბული ორი კვირის წინ დაიკავა. ავღანეთის დედაქალაქის აეროპორტიდან უცხოელი მოქალაქეების ევაკუაციის ვადა 31 აგვისტოს იწურება.