ავეჯის მაღაზია „იუსკის“ დამფუძნებელი ლარს ლარსენი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა
ავეჯის მაღაზია „იუსკის“ დამფუძნებელი ლარს ლარსენი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა

დანიის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი, მილიარდერი ლარს ლარსენი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ლარსენმა სიცოცხლის ბოლო წუთები საკუთარ სახლში, დანიის დასავლეთ ნაწილში, სილკებორგში გაატარა.

ლარს ლარსენი ავეჯის მაღაზია „იუსკის“ დამფუძნებელია. იუსკი 50 ქვეყანაში 2600-ზე მეტ მაღაზიას ფლობს.

მიმდინარე წლის ივნისში ლარს ლარსენმა ღვიძლის სიმსივნის დიაგნოზის გამო „იუსკის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა. კომპანიას სათავეში მისი შვილი ჩაუდგა.

2019 წელს ჟურნალმა „ფორბსმა“ ლარსენის ქონება 4,4 მილიარდ დოლარად შეაფასა. დანიის მდიდარი ადამიანების სიაში ის მეშვიდე ადგილს იკავებდა. მსოფლიო რეიტინგში კი მილიარდერი 424-ე ადგილზე იყო.