ავარიისას დაშავებული საქართველოს ერთი მოქალაქე ტრაპიზონის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება
ავარიისას დაშავებული საქართველოს ერთი მოქალაქე ტრაპიზონის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ტრაპიზონში ავარიის შედეგად დაშავებული ერთი მამაკაცი საუნივერსიტეტო კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება, – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განაცხადა, რომელმაც დაშავებულები დღეს ტრაპიზონში მოინახულა.

„მამაკაცის მდგომარეობა არის მძიმე, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება, რაც შეეხება მის მეუღლეს, უკვე ჩაუტარდა სახის ძვლების ოპერაცია და მისი მდგომარეობა ოპერაციის შემდგომი ეტაპის შესაბამისია. მესამე პაციენტი კი, მიუნიციპალურ საავადმყოფოშია, ქირურგიული ჩარევის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია“,-განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

რაც შეეხება პაციენტთა მკურნალობის ხარჯებს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საავადმყოფო შესაბამის დოკუმენტებს საკონსულოს მიაწვდის, რის შემდეგაც დაფინანსების მოგვარების საკითხზე იმსჯელებენ.