თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონმა ეროვნული ლიგის აუტსაიდერთა პრინციპულ შეხვედრას უმასპინძლა – ბოლნისის „სიონმა“ კონკურენტი „გაგრა“ მიიღო და ქულები გადაინაწილა 0:0.
24-ე ტურის ამ მატჩის პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა და მთავარ მსაჯს სამი ყვითელი ბარათის ჩვენება მოუხდა. გოლები არ გასულა და შესვენებაზე გუნდებმა შანსები შეინარჩუნეს.
მონდომების მიუხედავად, შედეგი მეორე ტაიშიც უშედეგოდ დასრულდა, გუნდებმა დაცავში უკეთ ითამაშეს, ვიდრე შეტევაში და მატჩი 0:0 დამთავრდა, რაც დიდად არც „სიონს“ წაყობდა, არც – „გაგრას“.
ეროვნულ ლიგაში გამართული 24 ტურის შემდეგ „სიონი“ 26 ქულით მე-8 ადგილზეა, ხოლო „გაგრა“ (25) მე-9 პოზიციაზე დარჩა.