ავსტრალიის ღია პირველობაზე იუნიორთა ტურნირს სამი ქართველი გოგონა გამოეთიშა. პირველ წრეში ავსტრალიელი მეგან სმიტის დამარცხების შემდეგ (6:2, 3:6, 6:3), მარიამ დალაქიშვილმა ორშაბათს დილით, მეორე რაუნდში დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწია ამერიკელ ალექსა ნოელს და 59 წუთში დამარცხდა – 2:6, 0:6.
ერთი დღით ადრე, ანა მაქაცარიამ დათმო პირველი წრის შეხვედრა ფრანგ კლარა ბურელთან – 2:6, 3:6. შეხვედრა 57 წუთი გრძელდებოდა.
გარდა ამისა, დალაქიშვილმა და მაქაცარიამ გოგონათა წყვილების ტურნირშიც ითამაშეს და პირველივე წრეში დამარცხდნენ. დალაქიშვილის პარტნიორი მისი თანამემამულე ზოზია ქარდავა იყო, მაქაცარიას მეწყვილე კი რუსი დარია ფრაიმანი გახლდათ.