ჯერჯერობით უსენსაციოდ მიმდინარეობს ავსტრალიის ღიას მესამე წრე. მამაკაცთა ტურნირზე ფავორიტებმა დამაჯერებლად მოიგეს.
მსოფლიოს პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი არგენტინელ ლეონარდო მაიერს ხვდებოდა და პირველ ორი სეტი თითო ბრეიკის წყალობით მოიგო. ანალოგიური სცენარი უნდა ყოფილიყო მესამე პარტიაშიც, მაგრამ ნადალმა 5:4-ზე მატჩზე ვერ ჩააწოდა. ეს იყო ამ მატჩში მაიერის ერთადერთი ბრეიკი. საჭირო გახდა ტაი-ბრეიკის ჩატარება, რომელშიც ნადალმა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა საქმე.
რაფას შესანიშნავი სტატისტიკა ჰქონდა: 73 პროცენტი პირველი მოწოდების სიზუსტე, პირველი მოწოდებისას 80 პროცენტით აღებული ქულები, მეორე მოწოდებისას – 60 პროცენტი, 40 “ვინერსი”… ერთადერთი, რაშიც ნადალი მოიკოჭლებდა, ბრეიკ-პოინტების რეალიზაცია იყო – 12-დან სამი.
მეორე წრეში მსოფლიოს პირველი ნომერი ბოსნიელ დამირ ძუმჰურს შეხვდება.
უკვე დასრულებული მატჩების შედეგები:
ნადალი (ესპ, 1)-ლ. მაიერი (არგ) 6:3, 6:4, 7:6(4)
ჩილიჩი (ხორ, 6)-სოუზა (პორ) 6:1, 7:5, 6:2
კარენო ბუსტა (ესპ, 10)-სიმონი (საფ) 6:2, 3:0 უარი
ცონგა (საფ, 15)-შაპოვალოვი (კან) 3:6, 6:3, 1:6, 7:6(4), 7:5
მიულერი (ლუქ, 23)-ჟაზირი (ტუნ) 7:5, 6:4, 6:7(5), 3:6, 6:2
ძუმჰური (ბოს, 28)-მილმენი (ავსტრა) 7:5, 3:6, 6:4, 6:1
ჰარისონი (აშშ)-კუევასი (ურუ, 31) 6:4, 7:6(5), 6:4
ედმუნდი (ბრიტ)-ისტომინი (უზბ) 6:2, 6:2, 6:4
სეპი (იტა)-ნიშიოკა (იაპ) 6:1, 6:3, 6:4
კარლოვიჩი (ხორ)-სუგიტა (იაპ) 7:6(3), 6:7(3), 7:5, 4:6, 12:10