აუდიტმა აჩვენა, რომ ლეოსთან დაკავშირებული ინვესტიციები გუნდს რისკის წინაშე დააყენებდა, „ბარსელონა“ მესიზე მაღლა დგას - ჟოან ლაპორტამ არგენტინელის წასვლის მიზეზებზე ისაუბრა #1TVSPORT
აუდიტმა აჩვენა, რომ ლეოსთან დაკავშირებული ინვესტიციები გუნდს რისკის წინაშე დააყენებდა, „ბარსელონა“ მესიზე მაღლა დგას - ჟოან ლაპორტამ არგენტინელის წასვლის მიზეზებზე ისაუბრა #1TVSPORT

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ განმარტა, რატომ ვერ შეძლო კლუბმა ლიონელ მესის შენარჩუნება. არგენტინელი ზაფხულში უფასოდ გადავიდა „პარი სენ-ჟერმენში“.

„მე ის ძალიან მიყვარს, მაგრამ დგება მომენტი, როცა ხედავ, რომ ყველაფერი დასრულებულია, ორივე მხრიდან იგრძნობა იმედგაცრუება. იყო დარჩენის სურვილი, მაგრამ მასზე ზეწოლამ თავისი გააკეთა. მან იცოდა, თუ არ დარჩებოდა, მაშინ „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდოდა. მესი „ბარსელონას“ ისტორიაში შევა როგორც საუკეთესო მოთამაშე ისტორიაში. და მე მინდოდა ამ იდეის შენარჩუნება.

ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ მან უშუალოდ წასვლის წინ მიიღო პსჟ-სგან წინადადება. როცა გადაწყვეტილების მიღების დრო მოვიდა, გავიფიქრე, რომ „ბარსელონასთვის“ მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებდი. იმედი მქონდა, რომ კურსის ცვლილება იქნებოდა. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ვიცოდი, რომ, როცა ეკონომიკას აღვადგენდით, ის კომპენსაციას მიიღებდა.

მესისთან ერთად ვერ ვჯდებოდით ფინანსურ ფეარ-პლეიში. არ იყო არანაირი რესურსი, რომ ის გუნდში დაგვეტოვებინა. ხელთ გვქონდა აუდიტის შედეგები და ლეოში ინვესტიციებს შეიძლება გუნდი რისკის წინაშე დაეყენებინა. „ბარსელონა“ მესიზე და ყველა სხვაზე მაღლა დგას“, – მოჰყავს ლაპორტას სიტყვები გაზეთ Marca-ს.