„აუდის თასის“ ფინალში „ბაიერნი“ და „ტოტენჰემი“ გავიდნენ (ვიდეო)
„აუდის თასის“ ფინალში „ბაიერნი“ და „ტოტენჰემი“ გავიდნენ (ვიდეო)
მიუნხენში ტრადიციული საჩვენებელი ტურნირი – „აუდის თასი“ (Audi Cup) მიმდინარეობს. გაიმართა ნახევარფინალური მატჩები, რომლის შემდეგაც ფინალში თამაშის უფლება „ბაიერნმა“ და „ტოტენჰემმა“ მოიპოვეს. გერმანიის ჩემპიონმა „ალიანც-არენაზე“ ანგარიშით 6:1 გაანადგურა „ფენერბაჰჩე“. მასპინძელთა რიგებში ჰეთ-თრიკი შეასრულა თომას მიულერმა, თითო გოლი გაიტანეს რენატო სანჩესმა, ლეონ გორეცკამ და კინგსლი კომანმა. სტამბოლელთა მხრიდან ერთი გოლი გერმანელი მაქს კრუზეს ანგარიშზეა.
ბაიერნი-ფენერბაჰჩე 6:1

გოლები
: 1:0 სანჩესი (22), 2:0 გორეტცკა (28), 3:0 მიულერი (31), 4:0 კომანი (40), 5:0 მიულერი (44-პენ), 6:0 მიულერი (58), 6:1 კრუზე (64).

„ბაიერნი“
: ნოიერი (46. ულრაიხი), ბოატენგი (61. პავარი), ალაბა (60. ხავი მარტინესი), ზიულე (59. დევისი), კიმიხი, ტიაგო ალკანტარა (74. ცაიზერი), გორეტცკა, სანჩესი (60. ტოლისო), კომანი (60. სინგხი), გნაბრი (20. მიულერი), ლევანდოვსკი (74. არპი).
* * *
მეორე ნახევარფინალში ერთადერთი გოლით „ტოტენჰემმა“ ანგარიშით 1:0 მოუგო „რეალს“. პირველი ნახევრის შუაში ჰარი კეინმა შეძლო მარსელოს უხეში შეცდომის გამოყენება და ლონდონური კლუბი ფინალში გაიყვანა.
„რეალი“-„ტოტენჰემი“ 0:1
გოლი: 0:1 კეინი (22)
„რეალი“: ნავასი, სერხიო რამოსი, მარსელო (80. ოდრიოსოლა), დანიელ კარვახალი (80. დე ლა ფუენტე), ვარანი (65. ნაჩო), მოდრიჩი (80. ისკო), კროოსი (64. ვინისიუსი), ვასკესი (65. ვალვერდე), ბენზემა (80. სეოანე), აზარი (80. კუბო), როდრიგო (80. მარიანო).
„ტოტენჰემი“: გასანიგა (46. ლორისი), ვერტონგენი (46. სანჩესი), როუზი (46. უოლკერ-პიტერსი), ალდერვეირელდი (46. ტანგანგა), ფოიტი (46. ალი), ლამელა (46. ლუკაშ მოურა), ერიქსენი (46. სისოკო), უინქსი (46. გეორგიუ), ნ’დომბელე (46. სკიპი), ჰეონ-მინ სონი (66. ნ’კულუ), კეინი (66. პეროტი).