აუდის თასი – „საბურთალომ“ მეორე ტურში აზერბაიჯანული „საბაჰი” დაამარცხა

09:28, 14.12.2019

„ბენდელას“ სტადიონზე „საბურთალოს“ მიერ ორგაიზებული „აუდის თასის“ გათამაშება გრძელდება.

ტურნირზე მეორე ტურის მატჩები გაიმართა. ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო ესპანურმა „ლევანტემ“, რომელმაც დღის პირველ შეხვედრაში იტალიური „ვერონა“ 2:0 დაამარცხა.

რაც შეეხება „საბურთალოს“, თბილისურმა გუნდმა აზერბაიჯანულ „საბაჰს“ უმასპინძლა და მეტოქე 3:1 დაამარცხა. თბილისური გუნდიდან გატანილი გოლებით თავი ოდიკაძემ, ხურციძემ და ღოღობერიძემ გამოიჩინეს.

ჯგუფური მატჩების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, გათამაშებას ექვსი ქულით „ლევანტე“ ლიდერობს. სამ-სამი ქულა აქვთ „საბურთალოსა“ და „ვერონას“, ხოლო „საბაჰს“ ჯერ ქულაც არ მოუპოვებია.

მესამე ტურში „ვერონა“ – „საბაჰს“ შეხვდება, ხოლო „საბურთალო“ „ლევანტეს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი