აუდის თასი იტალიელებმა მოიპოვეს
აუდის თასი იტალიელებმა მოიპოვეს
იტალიური „ვერონა“ თბილისში გამართული „აუდის თასის“ გამარჯვებულია. ტურნირის ფინალში აპენინელებმა ესპანურ „ლევანტეს“ სძლიეს.
 
„ბენდელას“ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ძირითადი დრო 1:1 დასრულდა და გამარჯვებულ ვერ გამოვლინდა. საჭირო გახდა თერთმეტმეტრიანების სერია, რომელიც იტალიელებმა უკეთ შეასრულეს – 4:2. მესამე ადგილზე „საბურთალო“ გავიდა, რომელმაც მატჩში მესამე ადგილისთვის „საბაჰს“ 3:1 აჯობა.
ტურნირის დასრულების შემდეგ, სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესოები დააჯილდოვეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, სფფ-ს ბავშვთა განვითარების ხელმძღვანელმა გოჩა თამაზაშვილმა, „საბურთალოს“ პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, „საბურთალოს“ სპორტულმა დირექტორმა ლევან სეთურიძემ და „საბურთალოს“ სკოლის დირექტორმა კახა ამირიძემ.
ტურნირის ორგანიზატორი „საბურთალო“ იყო, რომელსაც დახმარება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა გაუწიეს.
საუკეთესო მეკარე – ტომაზი ფრანჩესკო (ვერონა)
საუკეთესო მცველი – გიორგი ღოღობერიძე (საბურთალო)
საუკეთესო ნახევარმცველი – უმერ იუსუბლუ (საბაჰი)
საუკეთესო თავდამსხმელი – დანიელ ბენიამ გენოვეს გარსია (ლევანტე)
საუკეთესო ფეხბურთელი – ალესანდრო პავანატი (ვერონა)
საუკეთესო მწვრთნელი – ალესანდრო ვივიანი (ვერონა)